კახა კალაძე 95-ე ბაგა-ბაღში, სასადილოში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად, გაუფრთხილებლად მივიდა (ვიდეო)
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის 95-ე ბაგა-ბაღში გაუფრთხილებლად მივიდა, საიდანაც ფეისბუქის პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სასადილოში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ნორმალურ პირობებში მზადდება ყველაფერი.
მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბავშვები ჯანსაღი პროდუქტით იკვებებიან და კვების რაციონის განსაზღვრა საერთაშორისო სტანდარტებით მოხდა.
“ახლა 95-ე ბაგა-ბაღში ვიმყოფებით, მე მივიღე გადაწყვეტილება, ერთ-ერთ ბაღში გაფრთხილების გარეშე მოვსულიყავი, რადგან იცით, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, თითქოსდა, ბაღებში კვების რაციონია შემცირებული, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიცრუეა. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ბაღებში საკვები საკმარისია ბავშვებისთვის. რაც შემცირდა, ესენია შაქარი და მარილი, ისევ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის. სწორი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, UNICEF-ი იყო კვების რაციონის განსაზღვრაში ჩართული და ამის გათვალისწინებით მოხდა ყველაფერი. მინდა ყველა დავაწყნარო, მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით”,-განაცხადა კახა კალაძემ