დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევის (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

 

კომენტარები

კომენტარი