მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე: დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ

0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე არ საუბრობს, აპირებს თუ არა კენჭისყრას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – გამორიცხავს თუ არა კენჭისყრას, გიორგი მარგველაშვილის თქმით, „მოქმედი პრეზიდენტი არასდროს გამორიცხავს ხოლმე ასეთ რამეს”.

”დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ ჩემი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს პოლიტიკური მოსაზრებები არის განპირობებული ჩემი უაღრესი სიყვარულით ჩემი ქვეყნის მიმართ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი