პრეზიდენტი: სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ, ამას სკოლა ერთ დღეში და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის

0

„ჩვენთან პრესტიჟულია ძალადობა,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დროს სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებისა და მკვლელობების შეფასებისას გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას აგრესია მოსწონს.

„პრობლემა არის იქ, როდესაც ადამიანები არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ გულწრფელად აგრესიულები არიან,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მოთხოვნა არის დღეს აგრესიულობის და შეურაცხყოფის მიყენების. პრეზიდენტის თქმით, პრობლემა ერთ დღეში ვერ მოგვარდება და სკოლაზე გადაბრალება, პრობლემიდან გაქცევაა.

„ჩვენს სტილს, ჩვენს ტრადიციას იმის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია, ამას სკოლა ერთ დღეში და ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი