“პასუხები გასაცემია, რანაირად დაიღუპა” – პრეზიდენტი თემირლან მაჩალიკაშვილზე

პასუხებია გასაცემი, რა ვითარებში დაიღუპა, პანკისის ხეობაში სპეცოპარაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი,-ამის შესახებ გადაცემა “არჩევანში” საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა იღუპება, ასეთ დროს სერიოზული მტკიცებუს წინაშე დგება სპეცსამსახური.

“ტრაგედიაა, როდესაც შენი მოქალაქე დაიღუპება და ამ ნაწილში ბუნებრივია, პასუხები გასაცემია, რანაირად დაიღუპა. ახალგაზრდა ადამიანი რომ იღუპება, სერიოზული მტკიცების წინაშე დგება სპეცსამსახური,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ არიან დაცულები ისინი.

„ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ვამბობთ, რომ პრობლემაა ხომ? რანაირად გამოვასწოროთ ეს პრობლემა, რა დაგახმაროთ სპეცსამსახურები ან საზღვარი? პრეზიდენტს რაც შეუძლია რომ დაახმაროს, ეს არის ამ პროცესების პოლიტიკურად პოლიტიკური გააზრება და პოლიტიკურ სამართლებრივად ამ პროცესების ირგვლივ, სწორი პროცესის ორგანიზება. ამისთვის იყო არის უშიშროების საბჭო,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს დაუშვებელია იმ პირობებში, რაშიც ქვეყანა იმყოფება და რა გამოწვევების წინაშეც ის დგას.

„რა ქვეყანაში გავაკეთეთ ეს? რომელიც არის, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში რუსეთთან. არა მარტო, ჩვენ გავაკეთეთ ეს იმ ქვეყანაში, რომელიც არის რეალურად ომის მდგომაროებაში ანტიტერორისტულ კოალიციასთან ერთად,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები