ცხინვალში მარეკ დუდაევი მოკლეს

0

ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ამის შესახებ ცხინვალის პრესაზე დაყრდნობით qartli.ge წერს.

გავრცელებული ცნობით, მას მილიციის თანამშრომლებმა ესროლეს.

მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში მეორე სართულზე იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მანამდე დუდაევმა მათ სამჯერ ესროლა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

გამოცემის ცნობით, მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დე-ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს.

დღეს დილით დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყებოდა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო იარაღის ამოღების ღონისძიებები ტარდებოდა, – წერს qartli.ge

კომენტარები

კომენტარი