სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში შსს- ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩაერთო

0

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო,-ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯგუფი დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამუშაო ჯგუფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ნარსია ხელმძღვანელობს.

ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან.

საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი