ბოდიში და მადლობა – ოთარ აბესაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ, – ამის შესახებ ოთარ აბესაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, ის აპირებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოს, რაც მას სასამართლომ ამ ეტაპზე დააკისრა.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ. ასევე, მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისთვის და ამ მდგომარეობისთვის. ყველაფერს ზედმიწევნით ვაპირებ შევასრულო, რაც დამაკისრა სასამართლომ. გაგრძელდება პროცესები და ყველაფერს დააკვირდებით თქვენც. დანარჩენ კითხვებს პასუხს ჩემი უფლებადამცველები გასცემენ. ახლა, თუ შეიძლება, ჩემს ოჯახთან გამიშვით,” – განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აბესაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები