„რუმსში“ დაკვამლიანების გამო, სტუმრების ნაწილს სასტუმროს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს

სასტუმრო „რუმსში“ დაკვამლიანება იყო. აღნიშნულის გამო სტუმრების ნაწილს სასტუმროს ტერიტორიის დატოვება მოუხდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი სამზარეულოში, გამწოვის მილზე გაჩნდა. თუმცა ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს. ადგილზე ერთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
აღსანიშნავია რომ დაკვამლიანება მხოლოდ შენობის შიგნით შეინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები