ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები წესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 17 იანვრიდან – 20 იანვრის ჩათვლით, ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვები მეწყრული პროცესების გააქტიურებას უკავშირდება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება, ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზის მე – 3 კმ – დან სოფელ სადგური– სვირის გავლით ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზის მე – 9 კმ – მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. საავტომობილო გზის შეზღუდულ მონაკვეთში, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები