ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” ანატოლი ბიბილოვი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოდიში მოიხადონ „რესპუბლიკის“ წინაშე გამოჩენილი აგრესიის გამო. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. რამდენიმე დღის წინ ბიბილოვი სერბეთის რესპუბლიკას საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ეწვია. ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველომ, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს, ბოსნიას და ჰერცოგოვინას, ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
„რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ბიბილოვმა სწორედ ამ თემაზე გააკეთა კომენტარი-„თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება წავიკითხე, ის ამავდროულად ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში საქართველოს ელჩია. ამ ვიზიტზე მტკივნეულად რეაგირებენ. მაგრამ მტკივნეულად კი არ უნდა რეაგირებდნენ, აქ, პირველ რიგში, საჭიროა ბოდიში მოიხადოთ იმისთვის, რაც ჩაიდინეთ. ამის მერე კი შეიძლება რამეზე ლაპარაკი.“- აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.
ასევე მან გამოთქვა აზრი, რომ სერბეთის და სერბთა რესპუბლიკის ხალხებმა „ერთად უნდა იცხოვრონ, ერთ ტერიტორიულ სივრცეში“. „სერბეთის რესპუბლიკის სერბებისთვისაც სერბეთი ისტორიული სამშობლოა, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი ისტორიული სამშობლოა“,-აღნიშნა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები