მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში ჯვრები დააბრძანეს

   სვეტიცხოვლიდან სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამი ჯვარი გადააბრძანეს. დღესვე სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინა. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ ბესარიონ მენაბდეს თქმით, ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ არის დაწესებული, უძველესი დღესასწაულია და მისი არსი არის ის, რომ სამი ჯვარი სვეტიცხოვლიდან მიემერთება სამი მიმართულებით, მაშინდელი ზეციური სასწაულის მიხედვით, ესენია მცხეთის ჯვარი, თხოთისა და უჯარმის ტაძრები.
აღდგომიდან მე-3 კვირას, დღეს მართლმადიდებებლი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართა. ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები