საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ძმისშვილი დანით დაჭრეს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ედუარ ფილიპის ძმისშვილი, ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილატში, დანით დაჭრეს. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა უარი თქვა დაჭრილის ნათესავური კავშირების გამხელაზე, თუმცა განაცხადა, რომ ინციდენტი 4 იანვარს მოხდა და შედეგად, 3 ფრანგი ტურისტი დაშავდა. გამოცემა „უაი-ნეტ“ წერს, რომ „ფრანგი პრემიერის 25 წლის ძმისშვილი თავდასხმის მსხვერპლი მაშინ გახდა, როცა ეილატში მეგობრებთან ერთად სეირნობდა“. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაჭრილი ფრანგები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დღეს გაწერეს. რაც შეეხება თავდამსხმელებს, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათი ვინაობის დადგენის მიზნით, პოლიცია რაიონში დამონტაჟებულ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები