გიორგი ბეგაძე: ტურიზმის სფეროში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სამაგალითო და წარმატებულია

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ტურიზმის სფეროში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სამაგალითო და წარმატებულია. მისივე თქმით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება.
“ტურიზმის სფეროში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სამაგალითო და წარმატებულია – ტურისტების რაოდენობასთან ერთად, 2017 წელს ტურიზმით მიღებული შემოსავალი რეკორდულია: 7 მილიონზე მეტი ვიზიტორი და 2.8 მილიარდი დოლარი შემოსავალი. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება: კულტურა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უსაფრთხოება, მომსახურების დონე, ტრანსპორტი, სასტუმროები და რესტორნები, კეთილგანწყობა, ადგილობრივი პროდუქცია და სხვა. ტურიზმის წარმატება ყველა ამ კომპონენტის განვითარებაზე მიუთითებს.
2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წელთან შედარებით. ეს ციფრი გაუმჯობესებულია თითქმის 1 200 000 ადამიანით. ასევე, დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში და 2016 წელს თუ პირველი წელიწადი იყო, როცა 2 მილიარდს გადაცდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს დაახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა საქართველოში. 2018 წელს მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიურია”,- განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 18,8%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები