სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატი: 10-ვე ოჯახთან შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტმა ხანძრის დროს გარდაცვლილების ოჯახებთან კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებების ეტაპი დაასრულა.
როგორც კომპანიის ადვოკატი, კახა წერეთელი ამბობს, 10-ვე ოჯახთან უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. მისი თქმით, ოჯახები კონკრეტული თანხის გარდა, ბავშვების განათლებისა და დასაქმების უზრუნველყოფის ვალდებულებასაც იღებენ.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს. გამოძიების ფარგლებში, დაიკითხა არაერთი პირი, შენობას კი ამ დრომდე სამართალდამცავები იცავენ. შენობა მფლობელის განკარგულებაში გამოძიების დასრულების შემდეგ დაბრუნდება, თუმცა რა პროფილითა და სახელწოდებით გააგრძელებს მუშაობას, სასტუმროს მენეჯმენტში ამ დრომდე არ საუბრობენ.
ხანძრის დროს გარდაცვლილთა ახლობლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, პირად საუბარში კი აცხადებენ, რომ კომპანიისგან, კომპენსაციის სახით, 50 000 დოლარს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები