მამუკა მდინარაძე: მაგისტრი მოხელის საკითხზე ვიმსჯელებთ, რადგან შეიძლება ამან გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვიოს

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული, განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
მისივე თქმით, კითხვები შეიძლება გაჩნდეს საკითხის არსთან და პრინციპთან დაკავშირებით.
“ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, რადგან შეიძლება ამან გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, საბოლოოდ კანონში ასე არ დარჩეს, რადგან შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ სასამართლოში მოსამართლის გარდა, გადაწყვეტილებებს სხვა პასუხისმგებელი პირი იღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის სამსჯელო თემა და ამ დღეების განმავლობაში, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტი შემოდის, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს. ამას მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები