საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს გაუხსნის, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ამასთან, ჩინეთში იმპორტირებული ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გასული წლის მაისში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა მოაწერეს.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები