როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები ხვალიდან საქართველოში გამოდარებას პროგნოზირებენ.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, საღამოს ცალკეულ რაიონებში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლი შენარჩუნდება, ხვალიდან კი გამოიდარებს.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 12–დან 17 გრადუსამდე სითბო. მთიან რაიონებში 7–12, მაღალ მთაში 0–5 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ნისლი, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ბარში ჰაერი 7–დან 12 გრადუსამდე გათბება, მთაში 3–დან 8 გრადუსამდე, მაღალ მთაში –2 +3 იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. რაც შეეხება დედაქალაქს, დოდო გვაზავას თქმით, თბილისში უფრო მეტად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი 9–დან 11 გრადუსამდე გათბება“, –განუცხადა“ კვირას“ დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, უახლოესი დღეების მანძილზე ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები