ბიბლიის („ძველი აღთქმა“) წარდგენა გაიმართება

4 იანვარს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება ბიბლიის (ძველი აღთქმა) წარდგენა.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პირველად გამოიცა ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსი. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოცემა მოიცავს V-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული „ძველი აღთქმის“ წიგნების სრულ მასალას და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა თითქმის 60-წლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები