პიროტექნიკით დაშავებული მოზარდების ნაწილი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს – 7-ს ოპერაცია დასჭირდა

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებით დაშავებული 18 ბავშვიდან, 10 – იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ამ დროისათვის 7 პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ექიმების ინფორმაციით, პიროტექნიკის გამოყენებით დაშავებულ ბავშვებს, ზედა კუდურები აქვთ დაზიანებული, მათ შორის მყესები.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებით მიღებული დაზიანებებით, 40 ადამიანი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 40 დაშავებულიდან 18 – ბავშვია.
40 პაციენტიდან 5 ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული, მათ შორის სამს თითების ამპუტაცია დასჭირდა.
ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები