ზურაბ პატარაძემ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ქალაქის მერ ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, ახალი წელი მიულოცა და 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.
ზურაბ პატარაძის თქმით, რეგიონს რთული და გამოწვევებით სავსე წელი ჰქონდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ეფექტურად იმუშავა. პატარაძის თქმით, მათ ჯამში, ასობით შემთხვევაზე მოახდინეს ოპერატიული და პროფესიონალური რეაგირება, რისთვისაც ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.
როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა აქტიურ რეჟიმში დაიწყეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების ჩატარება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი იყოს მზად, იმოქმედოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად, საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
ზურაბ პატარაძემ მეხანძრე-მაშველებს ახალ 2018 წელს მშვიდობა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები