პიროტექნიკით დაშავებულთაგან სამ პაციენტს თითების ამპუტაცია დასჭირდა – რას აცხადებს ექიმი

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებით დაშავებული 40 ადამიანიდან, 5 ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს.
როგორც კლინიკის ექიმი ქეთევან ხვისტანი განმარტავს, დაშავებულებიდან სამს თითების ნაწილობრივ ან სრული ამპუტაცია დასჭირდა.
მისივე თქმით, 12 საათის შემდეგ, დროის მოკლე ინტერვალით, დამწვრობით ხუთი ადამიანი მივიდა ქირურგიის ეროვნული ცენტრში.
ხვისტანის თქმით, როგორც დაშავებულები ამბობდნენ, პიროტექნიკა ხელში აუფეთქდათ.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებით მიღებული დაზიანებებით, 40 ადამიანი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 40 დაშავებულიდან 18 – ბავშვია.
მათ დაზიანებები სახესა და ზედა კიდურებზე აქვთ მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები