ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 40 ადამიანი დაშავდა – მათ შორის 18 ბავშვია

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებით მიღებული დაზიანებებით, 40 ადამიანი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 40 დაშავებულიდან 18 – ბავშვია.
მათ დაზიანებები სახესა და ზედა კიდურებზე აქვთ მიყენებული.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები