გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს(ვიდეო)

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს და თანამემამულეებს ბედნიერებასა და წარმატებებს უსურვებს.

„ჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ ახალ წელს!

გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს!

მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით კი, მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.

მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, მშვიდობას იცავენ.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობა და ერთად ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი.

ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მათ. ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შევუქმნათ ამისათვის“, –აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები