მინისტრი: მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ონალინ გაკვეთილები დაიწყება

განათლების სამინისტრო მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი პროექტის – “ევრიკას“ ამოქმედებას გეგმავს. ამ პროექტის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თეა სიჭინავასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“მოხდება უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა სკოლების სასწავლო პროცესში. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ცნობილ მეცნიერებს თითიეულ დარგში, ასევე გამოცდილ პედაგოგებს, რომ მათ ონლაინ გაკვეთილები ჩაატარონ საქართველოს ყველა სკოლაში. სისტემა იქნება ასეთი : ჩატარდება გაკვეთილები, მაგალითად, სახალისო მათემატიკაში, სახალისო ფიზიკაში, სახალისო ქიმიაში, ასევე ჰუმანიტარულ საგნებში. ამ გაკვეთილების ციკლს ჩაატარებენ ცნობილი მეცნიერები. ონლაინი საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს ყველა სკოლაში ერთდროულად ჩატარდეს ეს გაკვეთილები. მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებს გავუღვიძოთ მეცნიერებისადმი ინტერესი. ამ გაკვეთილებს პედაგოგებიც დაესწრებიან და ეს მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია“, – აცხადებს განათლების მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები