თბილისის მერმა თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა (ვიდეო)

თბილისის მერმა კახა კალაძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„მინდა, ჯანმრთელობა, მხნეობა და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. მე, როგორც ქალაქის მერი, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, რომ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი იყოს. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც თანადგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. მერიის იმედი გქონდეთ, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, რომელსაც ამჟამად, 56 ბენეფიციარი ჰყავს, თემქის მე-11 მიკრორაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარეობს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კახა კალაძე და პანსიონატის ბენეფიციარები საახალწლო მელოდიაზე ცეკვას ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები