ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სახანძრო– სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის

30 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შენობის ბოლო სართულზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი განსაკუთრებულ მადლობას უხდის 112 – ის სამსახურს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
,,პირველი სირთულე ხანძარი აღმოჩნდა, რომელიც დღეს დილის 3 საათზე გაჩნდა სხვენში და ასოციაციის ცენრალური ოფისის ზედა სართულის სამი ოთახი დაიწვა, ხოლო სხვაგან წყალია ჩასული. რომ არა ჩვენი მეხანძრეების სწრაფი რეაგირება შენობა სრულდ განადგურდებოდა. აქვე დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 1-ლი განყოფულების მთელ შემადგენობას მაღალპროფესიული მუშაობისათვის. მწამს, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ამ გამოწვევას“ მან ასევე კომენტარი გააკეთა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: ,,ადვოკატთა ასოციაციას მალე ექნება შესაბამისად აღჭურვილი ოფისი, იქნება ძლიერი ორგანიზაცია და სწრაფი ტემპით გააგრძელებს განვითარებას. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, გამომწვევ მიზეზებს სწავლობს გამოძიება, ჩართულნი არიან კრიმინალისტები და სახანძრო ექსპერტები, ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია, განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია. სრულადაა გადარჩენილი ეთიკის კომისიის დოკუმენტები, პირადი საქმეები და ფინანსური დოკუმენტაცია. ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას.“ – ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები