ვლადიმერ ძნელაძემ საფეხბურთო გუნდს ,,FC დიდუბე 2014 “ საახალწლო საჩუქრები გადასცა
თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ვლადიმერ ძნელაძემ ამავე რაიონში მცხოვრები ბავშვებით დაკომპლექტებულ საფეხბურთო გუნდს ,,FC დიდუბე 2014 “ ახალი ფორმები და სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. საფეხბურთო გუნდში, რომელიც 2014 წელს ვლადიმერ ძნელაძისა და მისი წარმომადგენლობის თანამშრომლის ლაშა მიმინოშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა, ბავშვები გაწევრიანებულები ყოველგვარი გადასახადის გარეშე არიან.
მოზარდების უმეტესობას კი სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახების შვილები წარმოადგენენ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გუნდში თავდაპირველად 25 ბავშვი ირიცხებოდა, დღეის მდგომარეობით კი მათი რიცხვი 150 მდე გაიზარდა.
,,გვაქვს სისტემატური შეხვედრები სხვადასხვა გუნდებთან და ძალიან ამაყი ვარ, რადგან ვხედავ შედეგს. ბავშვებს არაჩვეულებრივი მონაცემები აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ აქედან რომელიმე აუცილებლად გამოვა კარგი და წარმატებული ფეხბურთელი”, – განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.
საფეხბურთო გუნდს ,,FC დიდუბე 2014 “ მხარს უჭერს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და დიდუბის რაიონის გამგეობა.