ქუთაისში აფთიაქი “იმპექსი” გაქურდეს
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი “იმპექსი” გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, აფთიაქიდან დიდი თანხაა არაა წაღებული. თანამშრომლების თქმით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გულისხმობს.