ვახტანგ შაქარიშვილმა და ლევან ჯაფარიძემ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცეს

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი და საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე, საბურთალოზე, ჩიქოვანის N 53 – ში მცხოვრებ აფხაზიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. დეპუტატებმა ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვახტანგ შაქარიშვილის შუამდგომლობით, საბურთალოს მე-6 ოლქში მცხოვრებ ორ ოჯახს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ აფხაზიშვილების ხუთშვილიანი ოჯახია, სწრაფი კვების ობიექტების ქსელი „დე გუსტო” ყოველდღიურად საკვებით უზრუნველყოფს.
„ვულოცავ აფხაზიშვილების მრავალშვილიან ოჯახს დამდეგ შობა-ახალ წელს. მოხარული ვარ, რომ კომპანია „დე გუსტომ” ჩვენი დახმარებით, რაიონში მცხოვრები ორი ოჯახის საკვებით უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქალაქში ამ ფორმით დახმარება აღარავის დასჭირდეს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ამას შევძლებთ”, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები