ონლაინ სესხი – ფინანსური პრობლემის მოგვარების მარტივი გზა

გჭირდებათ დამატებითი თანხა სასწრაფოდ, მაგრამ არ გაქვთ დრო ცნობების შესაგროვებლად და ხანგრძლივი ფორმალობების გასავლელად? თქვენ მარტივად შეგიძლიათ ონლაინ სესხის მიღება  . კრედი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეავსოთ განაცხადის ფორმა და ონლაინ, საბანკო ანგარიშზე მიიღოთ თქვენთვის სასურველი თანხა. მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ დროსა და დღეს 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. თუ ადრე შეუძლებელი იყო ფულის მიღება ინტერნეტით, დღეს ეს რეალობაა.

სწრაფი სესხი საუკეთესო გამოსავალია თანხის მარტივად და დროულად მისაღებად. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საჭირო ფინანსების მიღება, არ აქვს მნიშვნელობა კომპიუტერთან ხართ თუ არა, განაცხადს მობილურის საშუალებითაც შეავსებთ. მთავარია გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. თანხის მისაღებად მინიმალურ მოთხოვნების დაკმაყოფილება დაგჭირდებათ; საქართველოს მოქალაქეობა, ასაკი მინიმუმ 20 წლის და საბანკო ანგარიშის ქონა. განაცხადის გაკეთების შემდეგ, შესაძლოა კომპანიამ მოგთხოვოთ 1 თეთრის გადარიცხვა, რათა მოახდინოს თქვენი იდენტიფიკაცია. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხა მაქსიმუმ 5 წუთში, ზუსტად იგივე საბანკო ანგარიშზე დაგერიცხებათ.
რა უნდა გაითვალისწინოთ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობამდე?
• ხელშეკრულება – სანამ რომელიმე კომპანიის სერვისით ისარგებლებთ, გაეცანით ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ თუ რა პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე. ყურადღება მიაქციეთ თავსართს, რადგან მასში მოცემულია ინფორმაცია ხარჯების შესახებ. პირობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელობებს და წინასწარ გეცოდინებათ პროდუქტის ყველა პირობა.

• ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – საკრედიტო პროდუქტებს სხვა დაფარული ხარჯებიც აქვთ. იმისათვის რომ გაითვალისწინოთ აღნიშნული და თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი სიტუაციები, საჭიროა იცოდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან ის ყველა შესაძლო ხარჯს მოიცავს.

• კალკულატორი – საფინანსო კომპანიებს ვებგვერდზე მოცემული აქვთ სესხის კალკულატორი, რაც გეხმარებათ გადასახადი თანხის გამოთვლაში. საჭირო თანხის და დაფარვის ვადის არჩევის შემდეგ, მარტივად გაიგებთ თუ რა ხარჯი გექნებათ.

საკრედიტო პროდუქტებს გვთავაზობენ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე ბანკები. თუ სწრაფი სესხი მოკლევადიანი სერვისია და მისი სახით შეგიძლიათ მცირე თანხის მიღება, საბანკო კრედიტი საშუალებას გაძლევთ აიღოთ თანხა გრძელვადიანი მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს ბინის ან ავტომობილის შეძენა. ონლაინ სესხით მსგავს მოთხოვნებს ვერ დააფინანსებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია სესხის აღებისას განსაზღვროთ თქვენი მიზანი და თანხა ამის შემდეგ ისესხოთ.

თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, დაგაბნიათ კომპანიების შეთავაზებებმა და არ იცით რომელ მათგანს მიმართოთ, სად შეძლებთ დაბალპროცენტიანი სესხით სარგებლობას და საუკეთესო მომსახურების მიღებას, Credy გაგიწევთ დახმარებას. კრედი თქვენი სანდო ფინანსური პარტნიორია, რომელიც გაწვდით ერთად შეჯამებულ ინფორმაციას საფინანსო სექტორში მოღვაწე კომპანიების შესახებ. თქვენ ერთ სივრცეში ეცნობით შეთავაზებებს და არჩევთ საუკეთესო პირობის სესხს.

თუ ხელფასამდე დიდი დროა დარჩენილი, დაუგეგმავი ხარჯი გაქვთ და თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ, ონლაინ სესხების სერვისი დაგეხმარებათ. ფულის მიღება ინტერნეტით გაცილებით სწრაფი და მარტივია. არ გიწევთ ფილიალში მისვლა და ლოდინი. თანხა გერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. ონლაინ სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების თითოეული პუნქტი და გამოითვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა. ეს დაგეხმარებათ დაბალპროცენტიანი სესხის შერჩევაში, რაც საშუალებას მოგცემთ დროულად დაფაროთ ვალდებულება და შეიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია.

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები