დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

29 დეკემბერს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვია და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები – რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, პირველია კავკასიის რეგიონში და  პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო ინფორმაციას კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” ბოლო 5 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგება და მისი სისტემა ყოფილიყო მდგრადი და გაზრდილიყო სატრანზიტო ფუნქციები.

„შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე, რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები