დიდ დიღომში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

წყალსადენი ქსელი შაქარაშვილის, გეხტმანის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას,  ჭანდრისა და არჩილ მეფის ქუჩებზე, დაახლოებით, 7200 მეტრზე  დამონტაჟდა. ასევე, მარკო პოლოს ქუჩაზე 2104 კმ-ის სიგრძის წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი მოეწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად, 330-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები