დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიით გამართულ მომარაგებას და, რა თქმა უნდა, კახი კალაძეს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ოფისში სტუმრობისას.
პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო კომპანიაში ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებებს გაეცნო.
საქართველოს მთავრობის კანონში შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები