„სოციალ-დემოკრატები“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ

„სოციალ-დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ.
შესაბამისი განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.
ჟორჟოლიანის თქმით, სოციალ-დემოკრატიული წესრიგი ქვეყნის ყველაზე ეფექტურად განვითარებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. თუ გვინდა, რომ საქართველო განვითარდეს, სწორედ სოციალ-დემოკრატია უნდა დამყარდეს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია არსებული წესრიგის სოციალ-დემოკრატიული წესრიგით შეცვლა. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც ამ იდეებს გაიზიარებს. არსებული გუნდის პირობებში, ამ იდეების გაზიარება ხდება, მაგრამ არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა. აქ არ არის მხოლოდ გუნდზე ლაპარაკი, ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება იმ სინამდვილისადმი, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეიცვალოს. მხოლოდ გადარჩენაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, ადამიანებმა უნდა დაინახონ პერსპექტივა და ენთუზიაზმით უნდა შეუდგნენ საქმეს. ნაცვლად იმისა, რომ ვაშენოთ და გავაგრძელოთ ნეო-ლიბერალური სახელმწიფოს მშენებლობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო. სოციალ-დემოკრატია არის ევროპული წესრიგი და თუ ჩვენ გვინდა ევროპა, სწორედ ამ კუთხით უნდა ვიმოქმედოთ“, -აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები