რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 76 წლის მამაკაცი დაშავდა

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები. 76 წლის მამაკაცი ტრავმებით კლინიკა „რუსთავშია“ გადაყვანილი.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 – ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაშავება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები