ზვიად რატიანმა ვიდეომასალაში ნაჩვენები უცენზურო სიტყვების გამო, სასამართლო დარბაზში ბოდიში მოიხადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოქალაქე ზვიად რატიანის მიერ, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე იმსჯელა.

პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს და მხარეებს, საქმეში არსებული მტკიცებულების სახით, ვიდეოკადრები წარუდგინა.

ზვიად რატიანმა ვიდეომასალაში ნაჩვენები უცენზურო სიტყვების გამო, სასამართლო დარბაზში მსხდომებს ბოდიში მოუხადა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, უწყების წარმომადგენლის შუამდგომლობით, პროცესზე 5 მოწმე გამოიკითხა: ორი საქმის თვითმხილველი და სამი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

თვითმხილველი მოწმეების მიერ აღნიშნული იყო, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე უცენზურო სიტყვებით მიმართავდა პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის მხრიდან ისმოდა მოწოდება წესრიგის დაცვისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები