“მომავალი წელი საიუბილეოა და ამ იუბილეს მნიშვნელოვანი როლი ექნება, რათა 2018 წელი ყველასთვის წარმატებული იყოს”

„2018 წელი, მოგეხსენებათ, საიუბილეო წელია – ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდა, რომ ეს თარიღი ქვეყანამ ღირსეულად უნდა აღნიშნოს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ იუბილეს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი და 2018 წელი იქნება წარმატებული წელი ყველასთვის.

„2018 წელი, მოგეხსენებათ, საიუბილეო წელია – ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი იუბილე და საზეიმო თარიღია და ჩვენ, ერთად, ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ამ იუბილეს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი და 2018 წელი იქნება წარმატებული წელი ყველასთვის“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები