თბილისის რვა ქუჩის გზაგამყოფ გაზონებზე, ქვეითთა გადასასვლელების მოწყობა სრულდება

დედაქალაქის რვა ქუჩის გზაგამყოფ გაზონებზე, ქვეითთა გადასასვლელების მოწყობა სრულდება. თბილისის მერიის მიერ გაზონებზე გადასასვლელების მოწყობის გადაწყვეტილება ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

სამუშაოების ფარგლებში, გზაგამყოფებზე ბილიკები გაიჭრა, ბორდიურებით მოპირკეთდა და გზის საფარის დონეზე ასფალტი დაიგო, რათა შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის იყოს ადაპტირებული. ასევე, ავტომობილების სავალ ნაწილებზე ე.წ. ზებრა გადასასვლელები დაიხაზა.

პირველ ეტაპზე, გზაგამყოფ გაზონებზე 26 ადაპტირებული გადასასვლელი მოეწყო. მათ შორის, თაყაიშვილის, კუპრაძისა და ჯავახეთის ქუჩებზე – ცხრა, ნონეშვილის ქუჩაზე – ორი, სარაჯიშვილის ქუჩაზე – ათი, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – ორი, რომელაშვილის ქუჩაზე ერთი, ხოლო ფეიქართა ქუჩაზე – ორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები