აშშ-ში სამშენებლო კომპანიებმა მექსიკის საზღვარზე დასამონტაჟებელი 30-ფუტიანი კედლები წარადგინეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სან-დიეგოში 30 ფუტიანი კედლები შეამოწმა, რომლებიც მექსიკის და აშშ-ის საზღვარზე უნდა განთავსდეს.
რვა 30 ფუტიანი კედელი მაღალი დონის სტაბილური პროექტია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის საიმიგრაციო პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.
მომავალი სასაზღვრო კედლების პროტოტიპები 8 სხვადასხვა სამშენებლო კომპანიამ შექმნა, რომელთაგან მხოლოდ ერთი აირჩევა და აშშ-ისა და მექსიკის საზღვარი, სწორედ იმ კედლით აშენდება.
საბაჟოსა და სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა, კომპანიებისგან წარმოდგენილი კედლები შეამოწმეს.
საზღვრის კედლების აშენება, ტრამპის დომინანტური კამპანიის დაპირებაა, მაგრამ ძალიან ცოტას სჯერა, რომ 30 ფუტიანი კედელი 2000 მილის სიგრძეზე აშენდება.
საიმიგრაციო რეფორმის ადვოკატი, ენრიკე მორანესი აცხადებს, რომ „ეჭვის გარეშე, ეს არის სიძულვილის კედელი, ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობა, კედლის წინააღმდეგია, ეს მხოლოდ შოუსთვისაა“.
საზღვრის კედლის მშენებლობაში პასუხისმგებელმა კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ მშვენიერი ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე დიდებული ქვეყანა, მათ, ვისაც აშშ-ში ჩამოსვლა სურს, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სამართლებრივი მეთოდები აირჩიონ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები