ხვალ, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო დროებით შეჩერდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, სს თელასის მიერ წარმოებული გეგმიურ – ტექნიკური სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია საზოგადოებას, შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები