გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე  შეზღუდვები რჩება, მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები