ზაქარია ქუცნაშვილი: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მინიმუმ ათ კანდიდატს ველოდები

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მინიმუმ ათ კანდიდატს ველოდები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შედარებით შეკვეცილია, ამ პოსტის დაკავების მსურველები მაინც მრავლად იქნებიან.
„საპრეზიდენტო არჩევნების კუთხით, 2018 წელი ძალიან საინტერესო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს, ისე, როგორც 2013 წელს, პრეზიდენტის უფლებამოსილება არის, 2010 წლის რეფორმის შედეგად, შედარებით დავიწროვებული, ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქტუალობას არ დაკარგავს, ამიტომაც მე ველოდები, რომ ძალიან ბევრი ლიდერი ცდის ბედს საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველი მსურველი უკვე გამოჩნდა მიმდინარე წელს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მინიმუმ ათ კანდიდატს ველოდები. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის პოსტი შეუთავსებელია პარტიულ საქმიანობასთან, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი დისკრედიტირებულია ამომრჩევლის თვალში, ველოდები, რომ იქნება აქტივობა ამ თანამდებობაზე და კენჭისყრაში, სულ მცირე, ათი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ბუნებრივია, როცა ამ ციფრს ვასახელებ, ვაცნობიერებ, რომ იმ 4-5 პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მეტ-ნაკლებად ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს, ეყოლებათ თავიანთი კანდიდატები“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები