ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად ცნობს თავს დამნაშავედ.

სავარაუდოდ, დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ადვოკატები სასამართლოს ბრალდებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა.  საერთო ჯამში, 5 პირი დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები