კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 3 იანვარს გაიმართება

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვარს დანიშნა.

სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილოს, სადაც ბრალდების მხარემ პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

პეჩორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა, სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა და უკრაინის ხელისუფლებას მიმართა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია ის ჩაკეტოს ან მოკლას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის დანებებას არ აპირებს.

მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მედიასთან განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა.

“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა 3 იანვარს განგებ ჩანიშნეს სასამართლო პროცესი, რა დროსაც ხალხი ახალ წელს აღნიშნავს და სადღესასწაულო დღეებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები