შს მინისტრი ტელეკომპანია “იბერიაში” მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა- ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის შესაბამისი რეაგირება მოყვება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

საუბარია, “ნაციონალური მოძრაობის” საბჭოს წევრის ეკა წამალაშვილის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.

„ამ შემთხვევას გარკვეული სპეკულაციები მოყვა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის შესაბამისი რეაგირება მოყვება,- განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

მისი თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე.

„ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები