შს მინისტრი დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თრიალეთის ქუჩაზე დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.

შს მინისტრის ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა თვითდაზიანებები მიიყენა.

მისივე განცახდებით, მომხდრთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ ფაქტზე სრულ შეფასებას ვერ იძლევა.

“მოგეხსენებათ, მთელი დღე პარლამენტში ვარ და ჩემი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო შეფასებას ჯერ ვერ ვაძლევთ,- განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები