თრიალეთის ქუჩაზე ნაპოვნი დაჭრილი პოლიციელის ჯანმმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თრიალეთის ქუჩაზე ნაპოვნი დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
“ამჟამად მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმის ხარისხს. პაციენტთან ელემენტარული კონტაქტი მყარდება, შესაძლებლია მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს დანით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები.” – განაცხადა კლინიკა „ოპტიმალმედის“ რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი გეგაშვილმა.

“კვირას” ინფორმაციით, პოლიციელმა თვითდაზიანებები მიიყენა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მიხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები