გიორგი კვირიკაშვილი: არასოდეს ვართ წინააღმდეგი პარლამენტში მოსვლის, როდესაც შესაძლებელია გაიმართოს მართლა საქმეზე ორიენტირებული დიალოგი

არასოდეს ვართ წინააღმდეგი პარლამენტში მოსვლის, როდესაც შესაძლებელია გაიმართოს მართლა საქმეზე ორიენტირებული დიალოგი და სადაც ჩვენ დავინახავთ სურვილს, უკეთესობისკენ შევცვალოთ ქვეყანა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას კითხვას, ივლიან თუ არა მინისტრები უმცირესობის მიერ მიწვევის შემთხვევაში.

„სერიოზული ცვლილება ხდება ქვეყანაში. საპარლამენტო ცხოვრება გაცილებით უფრო გამოცოცხლდება და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ რაღაც სფეროებში დიალოგის გამართვას. არ არის გამორიცხული რეკომენდაციების გათვალისწინებაც. სხვანაირად უფრო მეტ პოლარიზაციას მივიღებთ საზოგადოებაში. 2018 წელი მინდა იყოს დიალოგის წელი და დიალოგი წარმოუდგენელია ელემენტარული ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე, რომელიც უნდა იყოს დაცული, რათა კონსენსუსს მივაღწიოთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ან თუნდაც ვერ შევთანხმდეთ, თუნდაც ძალიან ცხარე კამათი გავმართოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები