გიორგი კვირიკაშვილი: ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ

პრემიერმინისტრის განცხადებით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ. მისი განმარტებით, ეს ნედლი იდეაა, რომელსაც დამუშავება სჭირდება.
”სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა შემოვიღოთ მექანიზმები, რომელიც გაცილებით მეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება. მე თანხის დაზოგვაზე არ ვსაუბრობ – ვსაუბრობ გაჭირვებული ადამიანების ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ბაღის გადასახადს ვერ იხდიან, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამინებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები